დინო
ka ru en

დინო

დინო

დინო პატარა დინოზავრია და ძალიან ცნობისმოყვარე. მას სჯერა, რომ ყველაფერი, რაც გაქრა, კვალს ტოვებს.

დინოს ამბავი

სხვების დიდ-ბაბუები ფოტოებზე არიან. დინოსი — ქვაში.

ამან ის არ დაამწუხრა, არამედ დააინტერესა. თუ მისი ოჯახი ასეთი ძველია, მაშინ სადმე ნამდვილად იყო — და ვინც იყო, კვალს ტოვებს.

ეძებდა. ქვების ქვეშ, გამშრალ კალაპოტებში, ფერდობის ღია თიხაში.

იპოვა ნიჟარა, რომელსაც მთაში არაფერი ესაქმებოდა. იპოვა ქვა, რომელიც დარტყმაზე რეკავდა.

ქუთაისთან, გამოქვაბულში, ქვად ქცეულ ძველ ტალახში ნაკვალევი დახვდა. უზარმაზარი.

დინო ერთ-ერთ კვალში ჩაჯდა. მთლიანად დაეტია და კიდევ დარჩა ადგილი. დიდხანს იჯდა და ფიქრობდა.

იმ დღეს გადაწყვიტა, რისთვის იყო. ახლა არსად მიდის რვეულისა და ლუპის გარეშე, ჯიბეში კი ყოველთვის აქვს ქვა, რომლის ამბავიც ჯერ არ იცის.

მეგობრები

ერთსა და იმავე ხეობაში ვცხოვრობთ.